1.საცდელი პროექტის სახელწოდება: “ძველი სამყაროს გამოსახულებები“
2.პროექტის მოკლე აღწერა: ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით მივიწყებული სხვადასხვა ეპოქის სტილისათვის დამახასიათებელი ნიშნების მოძიება, შეგროვება, ამოცნობა – განსხვავება.
3.პროექტის სრული აღწერა: GEARN-ის თანამშრომლობით პროექტში მონაწილე ბავშვები იძიებენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ხელოვნების ნიმუშები, მაგ: ეგვიპტურ ქანდაკებები, კედლის მხატვრობა და სხვადასხვა საუკუნეების მოქანდაკეებისა თუ ფერმწერების ნამუშევრები. გამოთქვამენ ვარაუდებს მათზე, რომელი ნაწარმოები არის შექმნილი უფრო ადრე და რომელი შედარებით უფრო გვიან. Aაგროვებენ ინფორმაციას თავიანთ ოჯახში არსებულ ე.წ. რელიქვიურ ნივთებზე და უყვებიან ერთმანეთს მათ წარმოშობაზე. აკეთებენ შეგროვილი ინფორმაციის დახარისხებას, ქმნიან მონაცემთა ბაზას და აგებენ დიაგრამებს. პროექტის ბოლოს იგეგმება გამოფენის მოწყობა ძველი სამყაროს გამოსახულებებზე, ბლოგების გაკეთება.
4.მონაწილეთა ასაკი: VII, VIII, IX, X კლასები
5.ვადები/ხანგრძლივობა: ექვსი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ბლოგების გაკეთება, მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ძველი სამყაროს გამოსახულებებს.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოწავლეები უკეთ გაიცნობენ სხვადასხვა ეპოქის გამოსახულებებს და შეძლებენ ისაუბრონ ხელოვნების ნიმუშთა მსგავსება-განსხვავებაზე.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება - განიხილავენ იმ დროის ხელოვნების ნიმუშებს, ეცნობიან იმდროინდელი ხელოვანების ცხოვრება-მოღვაწეობას. ისტორია - მოსწავლეები ადარებენ ძველი სამყაროს გამოსახულებებს თანამედროვეს, მართავენ დისკუსიას არსებული განსხვავებების შესახებ, პოულობენ საერთო თვისებებს. გეოგრაფიაში – დააკვირდებიან და ამოიცნობენსხვადასხვა გამოსახულებების ადგილმდებარეობას. მათემატიკა – გაიუმჯობესებენ ინფორმაციის დამუშავების ხერხებს.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლარისა ქავთარაძე, ქ. თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: kavtaradze.lara@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea0febd
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://samyarosgamosaxulebebi.blogspot.com
Thursday, October 16, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)